ნოელ ლე გრე: ,,ევრო 2020-ის შემდეგ, მბაპეს უნდოდა, რომ საჯაროდ დამეცვა''
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მბაპეს დედამ ჩემთან შეხვედრა ისურვა. მე მხოლოდ კილიანთან შეხვედრას დავთანმხდი, რადგან ფეხბურთელების ოჯახის წევრებთან არასდროს ვსაუბრობ. მბაპე დამწუხრებული იყო გაფუჭებული თერთმეტმეტრიანით, თამაშის ხარისხითა და მიღებული კრიტიკით. ის გავამხნევე, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელი და ნამდვილი ტალანტია, რომელიც ერთი პენალტის გამო არ უნდა განვსაჯოთ. სოციალურ მედიაში კილიანმა ბევრი ცუდი წერილი მიიღო, რამაც ძალიან გაანაწყენა. მბაპეს ჩვენი თანადგომა სჭირდებოდა. ჩვენ პრესრელიზი ნამდვილად არ გამოგვიქვეყნებია, მას კი სურდა, რომ საჯაროდ დამეცვა. როგორც ფრანგს, მირჩევნია, რომ კილიანი ,,პსჟ-ში'' დარჩეს. ვისურვებდი, რომ პარიზულმა გუნდმა ასეთი ტალანტი შეინარჩუნოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა დონის ფეხბურთელები ითამაშებენ მის გვერდით,'' - განაცხადა ლე გრემ.საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-ის მერვედფინალში შვეიცარიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი კილიან მბაპემ ვერ გამოიყენა.