Belive

ვერონასთან მატჩში საბა საზონოვი ტორინოს ძირითად შემადგენლობაშია

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-7 ტურში ,,ტორინო" ,,ვერონას" უმასპინძლებს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

ტურინული გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საბა საზონოვი, რომელიც მიმდინარე სეზონში მეორე შეხვედრას ჩაატარებს.

საბას დებიუტი ,,ტორინოში" გასულ ტურში, ,,ლაციოსთან" შეხვედრაში შედგა, რომელშიც ქართველი მცველი 27-ე წუთზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

6 ტურის შემდეგ ,,ტორინოს" 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციაზეა, ,,ვერონა" კი 7 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები