ვერნერი პრემიერ ლიგაში ბრუნდება
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ლაიპციგსა" და "ტოტენჰემს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და წარმატებით დასრულების შემდეგ, ტიმო ვერნერი კვლავ პრემიერ ლიგაში დაბრუნდება.
ორ კლუბს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და ვერნერი "ტოტენჰემს" საიჯარო ხელშეკრულებით შეუერთდება, თუმცა "სპურსს" გერმანელი შემტევის 17 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
შეგახსენებთ, ვერნერი პრემიერ ლიგაში 2020-22 წლებში ასპარეზობდა, სადაც "ჩელსის" მაისურით 56 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 10 გოლის გატანა შეძლო.