"ვერაფერს გეტყვით, ლევერკუზენის მწვრთნელი ვარ" - ხაბი ალონსო
ბრიტანულ და გერმანულ სპორტულ ტაბლოიდებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლივერპული" და "ბაიერნი" ხაბი ალონსოს გადაბირებას ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური და გერმანული ფეხბურთის ფლაგმანი კლუბების წარმომადგენლები, ალონსოს უკვე დაუკავშირდნენ და მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ესპანელი სპეციალისტი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ დროისთვის "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელია და მხოლოდ ამ კლუბზეა კონცენტრირებული.
"ბაიერნი" და "ლივერპული"? ახალი არაფერი მაქვს სათქმელი. ამ დროისთვის, "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელი ვარ. მომავალთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით. მივიღე თუ არა ზარი "ბაიერნიდან"? კიდევ ერთხელ ვიტყვი - სათქმელი არაფერია. - ხაბი ალონსო.
🚨 Xabi Alonso on his future: “Bayern, Liverpool? I have nothing new to say”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 22, 2024
“Right now I'm Bayer Leverkusen coach and that's certain. Regarding the future, I have nothing new to say”.
“Call received from Bayern? That’s only hypotetical, again — I have nothing new to say”. pic.twitter.com/8EoAA0PAHu