"ვერ დაგვამარცხებ, სანამ პატივისცემას არ გამოიჩენ" - ალი ალ ბულაიჰი ლეო მესის
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მოთამაშეების აბსოლუტური უმრავლესობა კარიერას ისე ასრულებს, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა არ ეძლევა - საუდის არაბეთისა და ალ ჰილალის მცველს ძალიან გაუმართლა და თანამედროვეობის ორივე ტიტანის წინააღმდეგ იასპარეზა.
ალი ალ ბულაიჰის ისტორია ბევრისთვის ზღაპრული თავგადასავალი იქნებოდა, თუმცა არაბმა ფეხბურთელმა სუპერვარსკვლავების წინააღმდეგ თავი მხოლოდ და მხოლოდ სულელად წარმოაჩინა...
ლეო მესის ვუთხარი: ოთხჯერ, რომ დავუპირისპირდეთ 1 მატჩსაც ვერ მოგვიგებ, სანამ ჩვენს მიმართ პატივისცემას არ გამოიჩენ. მესის გამუდმებით არაბულ ენაზე ვესაუბრებოდი და ვეუბნებოდი ისეთ რაღაცებს, რაც ალბათ არ უნდა მეთქვა... ის უბრალოდ მიღიმოდა, რადგან ჩემს მიერ ნათქვამი ერთი სიტყვაც კი არ ესმოდა.
როდესაც რონალდუს წინააღმდეგ ვითამაშე, ვუთხარი, რომ მესი უკეთესია, ხოლო მესის ვუთხარი, რომ რონალდუ ჯობია.
- ალი ალ ბულაიჰი.