Belive

ვენსან კომპანი ბაიერნის ახალი მთავარი მწვრთნელია

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვენსან კომპანი "ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელია, ამის შესახებ ინფორმაციას Sky Germany აქვეყნებს.

შეთანხმებულია, რომ მიუნხენური გუნდი "ბარნლის" 12 მილიონ ევროს გადაუხდის, დეტალები უკვე დადასტურებულია, გაოფიციალურებას კი მხოლოდ ხელმოწერა აკლია. ბელგიელი ყოფილი ფეხბურთელი და ახლა უკვე მთავარი მწვრთნელი "ბაიერნთან" სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ვენსან კომპანიმ სამწვრთნელო კარიერა ანდერლეხტში 2019 წელს დაიწყო, როდესაც გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი იყო, შემდეგ 2020-დან 2022 წლამდე ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა, ხოლო მისთვის "ბაიერნამდე" ბოლო კლუბი "ბარნლი" იყო, რომელსაც 2022 წლიდან 2024 წლამდე წვრთნიდა.

სხვა სტატიები