იტალიისა და ბელგიის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ, ,,წითელი ეშმაკების'' ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა რომელუ ლუკაკუს სურათი, წარწერით - ,,Veni, vidi...'' (იულიუს კეისრის გამონათქვამის - ,,მივედი, ვნახე, დავამარცხე'' - შემოკლებული ვარიანტი).
შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიის ნაკრების ფეისბუკის ოფიციალურმა გვერდმა ბელგიელთა პოსტი გააზიარა და გამონათქვამი იტალიური დროშებით დაასრულა - ,,VICI''.
ევრო 2020-ის მეოთხედფინალში იტალიამ ბელგიას 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი 6 ივლისს, ,,უემბლიზე” გაიმართება.