ბელგიასთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, სპინაცოლამ გულშემატკივრებს მიმართა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა, ლეონარდო სპინაცოლამ, ბელგიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ, სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივრებს მიმართა:
,,სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ვიცით, რა მოხდა გუშინ, მაგრამ ჩვენი ოცნება ცოცხალია. ამ შესანიშნავი გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოედანზე მალე დავბრუნდები, ამაში დარწმუნებული ვარ,'' - დაწერა ფეხბურთელმა ინსტაგრამის პირად გვერზდე.ბელგიასთან შეხვდედრაში ლეონარდო სპინაცოლას მიღებული დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა. მატჩის 79-ე წუთზე ფეხბურთელმა მოედანი საკაცით დატოვა. იტალიური პრესის ცნობით, სპინაცოლას აქილევსის მყესი გაუწყდა, რის გამოც, შესაძლოა, 12 თვე ვერ ითამაშოს.
View this post on Instagram