Belive

ვენგერმა განაცხადა, რომ მან რეალის შეთავაზება სამჯერ უარყო

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ "არსენალში" 22-წლიანი მუშაობის დროს "ბარსელონასგან" და "რეალისგან" არაერთი შეთავაზება მიიღო. beIN SPORTS-თან საუბრისას ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "რეალი" სამჯერ, ხოლო "ბარსელონა" ერთხელ უარით გაისტუმრა.

მე ახალ პროექტში ვიყავი ჩართული. იმ დროს "ჰაიბერი" ახალმა მოედანმა ჩაანაცვლა. ამის გამო დიდი თანხები გამოიყო. ყველა ხარჯი თავად გავიღეთ, დაფინანსება არ მიგვიღია. ფულის უდიდესი ნაწილი ახალი მოედნის აშენებაში და ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენაში დაიხარჯა. სწორედ ამიტომ არ წავედი მადრიდში, ამ პროექტის დასრულება მსურდა. - განაცხადა ვენგერმა
იმ დროს ევროპის საუკეთესო გუნდებს განვუცხადე უარი და ამით ძალიან ვამაყობ. ვამაყობ, რადგან ერთგულება ვარჩიე. არ ვიცი სწორი გადაწყვეტილება მივიღე თუ არა, მაგრამ მაშინ ისე მოვიქეცი როგორც მინდოდა. - ამბობს "არსენალის" ყოფილი მწვრთნელი

"მეთოფეებში" ყოფნის დროს, 1996 წლის სექტემბრიდან 2018 წლამდე, ვენგერმა არაერთ შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. ლონდონელებთან ერთად არსენმა ოთხი პრემიერ ლიგის ტიტული და შვიდი ასოციაციის თასი მოიგო, რაც "არსენალის" ყველაზე შედეგიან პერიოდად ითვლება.

სხვა სტატიები