Belive

მადრიდის რეალი HP-გან, ყოველწლიურად, 70 მილიონ ევროს მიიღებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

HP-თან შეთანხმების შემდეგ, მადრიდის "რეალი", ყოველწლიურად, 70 მილიონ ევროს მიიღებს, კლუბის ჯამური შემოსავალი, მაისურზე სამი ლოგოს არსებობით, თითოეულ წელს, თითქმის 260 მილიონი ევრო იქნება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მადრიდულმა კლუბმა და ამერიკულმა ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელმა ორგანიზაციამ, სასპონსორო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

HP-ის ლოგო რეალის მაისურების სახელოებზე გამოჩნდება. As-ის ცნობით, ეს შეთანხმება საფეხბურთო კლუბს წელიწადში დამატებით 70 მილიონ ევროს მოუტანს. მადრიდის რეალს სპონსორობის ხელშეკრულებები adidas-თან (ტექნიკური პარტნიორი) აქვს, რისთვისაც წელიწადში 117,6 მილიონს იღებს და ასევე Fly Emirates-თან (ლოგო მკერდზე) - ამ შემთხვევაშიც, კლუბის მოგება 70 მილიონია.

ამრიგად, HP მესამე ბრენდის ლოგო იქნება, რომლებსაც "თეთრები" ატარებენ და საერთო ჯამში, მოგება 260 მილიონი იქნება.

სხვა სტატიები