ვენგერის სისტემა დამტკიცდა - სად გამოიცდება პირველად თამაშგარე მდგომარეობის ახალი წესი?
არსენ ვენგერის მიერ ინიცირებული თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების ახალი წესი ოფიციალურად დამტკიცდა და ის პირველად კანადის პრემიერ ლიგაში გაიტესტება.
ახალი წესის თანახმად, მოთამაშე თამაშგარე მდგომარეობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ უკანასკნელ მცველს სრული სხეულით გასცდება და აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ სხეულის, რომელიმე ნაწილის მდებარეობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ თამაშგარე მდგომარეობის ახალი წესი კანადაში წარმატებით ადაპტირდება და ექსპერტებისგან დადებითად შეფასდება, 2027/28 წლების სეზონიდან მთელს მსოფლიოში აქტიურად დაინერგება.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Arsene's Wenger new offside rule has been APPROVED and will be used in the Canadian Premier League!
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) March 2, 2026
A player will ONLY be offside if he has FULLY passed the last defender, so it won't be decided based on a body part anymore.
If succesful, the offside rule… pic.twitter.com/bhq41DEB4P