Belive

ვენგერი: "ფეხბურთელი, რომელიც მესისა და რონალდუს შეცვლის, არის..."

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
არსენ ვენგერი მრავალი წლის განმავლობაში "მეთოფეთა" თავკაცი გახლდათ. ფრანგი სპეციალისტის ხელში არაერთი ვარსკვლავი აღზრდილა. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი კამათობს თუ ვინ არის დღეს საუკეთესო ფეხბურთელი, რონალდუ თუ მესი? არსენ ვენგერმა კი ისაუბრა იმის შესახებ თუ ვინ იქნება ამ ორი ლეგენდის მემკვიდრე. - "არასდროს მინახავს მესის მსგავსი ფეხბურთელი. მას ძალიან მარტივად შეუძლია რთული სიტუაციიდან გამოსვლა და გუნდისთვის სარგებლის მოტანა" - ციტირებს "talkSPORT" ვენგერის სიტყვებს. - "რონალდუ და მესი კარიერის დასასრულისკენ მიდიან. მე მინდა ვისაუბრო მომავალ თაობაზე და იმ ფეხბურთელზე, რომელიც მათი მემკვიდრე გახდება. ის აუცილებლად ფრანგი იქნება და ეს "პსჟ-ს" სუპერვარსკვლავი კილიან მბაპე გახლავთ" - "ამ პერიოდში საუკეთესო სწორედ კილიანი გახლავთ. ფრანგი ლიონელისა და კრიშტიანუს შემდეგ პირველია. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ნეიმარი და ინგლისელების ახალგაზრდა თაობა. ბრიტანელები ამ საკითხზე საფუძვლიანად მუშაობენ. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილმა ნაკრებმა შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა და ღრმად ვარ დარწმუნებული, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინგლისელებს საჩემპიონო ნაკრები ეყოლებათ." შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერი ამჟამად უგუნდოდ არის და მისი მომავალი კარიერა ჯერჯერობით ბურუსით არის მოცული.

სხვა სტატიები