Belive

ვარჯიშზე კვლავ ტრავმა მიიღო - ანსუ ფატი 4 კვირას გამოტოვებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევმა - ანსუ ფატიმ, კვლავ ტრავმა მიიღო, ამჯერად ვარჯიშზე, რის გამოც იგი მინიმუმ 4 კვირას უქმებს.

"გვინდა მწუხარებით გაცნობოთ, რომ ანსუ ფატიმ ოთხშაბათს დილით, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას გარკვეული პერიოდი გაუცდება.

სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ მას მარჯვენა ფეხის ბარძაყის არეში კუნთი გაეჭირა, რის გამოც მინიმუმ 4 კვირას გამოტოვებს..." - ვკითხულობთ ბარსელონას განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატისთვის ტრავმიანობა არც თუ ისე იშვიათი რამ არის. 22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "ბარსელონაში" "ბრაიტონიდან" დაბრუნდა, კლუბში დაბრუნების შემდეგაც ტრავმა მიიღო, რის გამოც 5 მატჩი უკვე გაუცდა.

22 წლის ფეხბურთელებს ტრავმების გამო უკვე კარიერაში 125 მატჩი აქვს გამოტოვებული, რაც ძალიან არასახარბიელო შედეგია.

ანსუ ფატი "ბარსელონას" გაზრდილი და "ლა მასიას" წევრია. იგი პირველ გუნდში 2019/2020 წლების სეზონიდან გამოჩნდა, თუმცა ხშირი ტრავმიანობისა და უთამაშებლობის გამო, კლუბმა გადაწყვიტა, რომ იგი "ბრაიტონში" გაენათხოვრებინათ.

"ბარსელონაში" დაბრუნების შემდეგ მან 7 მატჩი ჩაატარა, სადაც გულშემატკივარს თავი ვერაფერით დაამახსოვრა.

სხვა სტატიები