ოფიციალურად | ფრენკი დე იონგმა ბარსელონასთან ახალი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
28 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგისა და ბარსელონას მოლაპარაკებები რამდენიმე თვე ჩიხში იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან და კლუბმა რამდენიმე თვის წინ მიაღწიეს შეთანხმებას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ, გარიგება მის ყოფილ აგენტთან, ალი დურსუნთან პრობლემების გამო შეჩერდა, თუმცა ყველაფერი კარგად დალაგდა და ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კლუბთან ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის მიხედვითაც იგი ბარსელონაში 2029 წლის 30 ივნისის ჩათვლით დარჩება.
Frenkie. Here to stay. 💙❤ pic.twitter.com/KRKiXOBtli
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 15, 2025
ბარსელონამ ნიდერლანდელს ამჟამინდელი კონტრაქტის ორწლიანი გახანგრძლივება შესთავაზა, რაც მას „კამპ ნოუზე“ 2028 წლამდე დატოვებს (2029 წლამდე კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით). შეთანხმების ფარგლებში, დე იონგი დათანხმდა ხელფასის შემცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ის ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ამჟამად მისი წლიური ხელფასი 19 მილიონი ევროა.
ფრენკი დე იონგი კატალონიური გრანდის ღირსებას 2019/2020 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 267 მატჩი ჩაატარა, სადაც 19 გოლის გატანა და 24 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
დე იონგმა ბარსელონასთან ერთად 2-ჯერ შეძლო ესპანეთის ჩემპიონატის, ესპანეთის თასისა და ესპანეთის სუპერ თასის მოგება. იგი კლუბის მესამე კაპიტანია.