ვარანი: "ყველაფერი ჩემი ბრალია"
გუშინ მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "მანჩესტერ სიტისთან" მერვედფინალში 2:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე გაშვებული გოლი, რაფაელ ვარანის სინდისზეა. ამასთან დაკავშირებით, მატჩის შემდეგ, ფრანგმა მსოფლიოს ჩემპიონმა კომენტარი გააკეთა. "მე მინდა რომ გავძლიერდე და რაც მოხდა მალე დავივიწყო. ეს მარცხი ჩემი ბრალია, აბსოლიტურად ყველაფერში დამნაშავე მე ვარ. ბოდიშს ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, რადგან მათ შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ყველაფერი გააკეთეს. გუნდი ამ თამაშისთვის კარგად მოემზადა და უნდა ითქვას, რომ "რეალს" ცუდად არ უთამაშია. უბრალოდ მე ყველაფერი წყალში ჩავყარე" - განაცხადა ვარანმა
რაფაელ ვარანი მადრიდის რეალში 2011 წლიდან გამოდის და ასეთი ცუდი მატჩი მას არასდროს ჰქონია, რაც ცნობილმა გამოცემა whoscored.com-მა თავისი შეფასებით დაადასტურა. ცნობილმა გამოცემამ ფრანგს 4.62 შეფასება დაუწერა.👉@raphaelvarane: "I want to step up. This defeat is my fault, all mine. I have to accept that. I am sorry for my teammates and all the effort they put in." #HalaMadrid | #RMUCL pic.twitter.com/STZuCH1xH1 — Real Madrid C.F. 🇬🇧🇺🇸 (@realmadriden) August 7, 2020