Belive

ვანდა ნარამ იკარდის ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა და მასთან გადაღებული ფოტოები წაშალა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელის, მაურო იკარდის ცოლმა და აგენტმა, ვანდა ნარამ, არგენტინელ ფეხბურთელს ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა და მასთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. ,,მეძავის გამო, კიდევ ერთი ოჯახი დაანგრიე,'' - დაწერა ვანდა ნარამ სოციალურ ქსელში, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ვის მიუძღვნა მან პოსტი. იკარდი და ვანდა ნარა 2014 წლის მაისში დაქორწინდნენ და მათ ორი შვილი ჰყავთ. მაუროსთან ურთიერთობამდე, ვანდა იკარდის ყოფილი მეგობრის, მაქსი ლოპესის ცოლი იყო.


სხვა სტატიები