Belive

მაურო იკარდიმ 26-მილიონიანი როლს-როისი იყიდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,გალათასარაის'' თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ, ,,როლს-როისში'' 26 მილიონი ევრო გადაიხადა. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა Rolls-Royce Boat Tail-ი შეიძინა, რომელიც მსოფლიოში სულ სამია. როგორც L'Equipe წერს, ერთ-ერთი მათგანი ჯეი-ზისა და ბიონსეს წყვილს ეკუთვნის.

მანქანას 6.7-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. საბარგულში ბრენდულ ვერცხლის დანა-ჩანგალსა და ფაიფურის თეფშებს ვხვდებით, რომლებიც მანქანის ფერის შესაბამისია.

ზაფხულში ,,გალათასარაიმ'' იკარდი ,,პარი სენ ჟერმენისგან'' 10 მილიონ ევროდ გამოისყიდა. მიმდინარე სეზონში 30 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე თურქული გუნდის მაისურით ჩატარებულ 7 შეხვედრაში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები