ვან დერ ვაარტი: "თუ ჰოლანდს გოლი არ გააქვს, ის სრულიად უსარგებლოა მოედანზე..."
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველმა - რაფაელ ვან დერ ვაარტმა, "რეალი" "სიტის" მატჩის დასრულების შემდეგ, ერლინგ ჰოლანდი ძალიან მწვავედ გააკრიტიკა და თქვა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფეხბურთელია, ვისი თამაშიც უნახავს.
"ერლინგ ჰოლანდი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფეხბურთელია უბურთოდ. მან უბრალოდ არაფერი იცის.
თუ ვერ ახერხებს თამაშში გოლების გატანას, მაშინ მოედანზე უბრალოდ უსარგებლოა. ის არ არის მაღალი დონის ფეხბურთელი, საშუალო დონის ფეხბურთელად ვთვლი.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გუშინდელ თამაშში მოედანზე ყველაზე ცუდი ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდი იყო..." - ვან დერ ვაარტი
🎙️ Rafael Van der Vaart: "Erling Haaland was very bad. If he doesn't score, he's quite useless. I find him a very average player on the ball.
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) April 9, 2024
His teammates even skipped him. He was the worst player on the pitch.”
Do you agree with VDV? 🤔 pic.twitter.com/28C8qN4IJ5
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "რეალისა" და "სიტის" სუპერმატჩი შედგა, რომელიც ფრედ 3:3 დასრულდა. განმეორებითი მატჩი კი 17 აპრილს, მანჩესტერში, კერძოდ კი "ეტიჰადზე" გაიმართება.