Belive

ვან დაიკს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ინფორმაციით, ვირჯილ ვან დაიკს მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ჰოლანდიელმა მცველმა ჯვარედინი იოგის ტრავმა "ევერტონთან" გამართული მატჩისას, ჯორდან პიკფორდთან შეჯახებისას მიიღო. "ლივერპულის მცველს ოპერაცია ლონდონში წარმატებით ჩაუტარდა. გუნდის სამედიცინო შტაბის ჩართულობით, ვან დაიკი რეაბილიტაციის პროცესს სასწრაფოდ დაიწყებს" - აღნიშნულია განცხადებაში. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება ჰოლანდიელი მოედანს, თუმცა სავარაუდოა, რომ რეაბილიტაციის პროცესი ნახევარი წელი მაინც გაგრძელდება. ვან დაიკის არყოფნაში, დაცვის ცენტრში კლოპმა ფაბინიო განამწესა, თუმცა უკანასკნელ მატჩში, ბრაზილიელიც დაიმტვრა: "ახლა ყველაზე ნაკლებად სწორედ ეს გვჭირდებოდა", - ასე შეაფასა გერმანელმა სპეციალისტმა ფაბინიოს ინციდენტი.

სხვა სტატიები