ვან დაიკმა ოცნების ხუთეული დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მცველს, ვირჯილ ვან დაიკს, პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციის (FIFPRO) იუთუბ-არხზე ოცნების ხუთეულის დასახელება სთხოვეს.
ნიდერლანდელმა სიმბოლურ გუნდში მეკარედ მისი თანაგუნდელი, ალისონ ბეკერი აირჩია, მცველად კი საკუთარი თავი დააყენა:
,,ჩემს თავსაც დავაყენებ... უბრალოდ, იმიტომ, რომ ამ გუნდში თამაშს ვისურვებდი. ერთადერთი მიზეზი ესაა!'' - თქვა 32 წლის მცველმა.
ვან დაიკის ოცნების გუნდში მარცხენა ფლანგზე რონალდინიო დგას, მარჯვენაზე - მესი, ცენტრალურ თავდამსხმელად კი - რონალდო.
მიმდინარე სეზონში ვირჯილის ანგარიშზე ,,ლივერპულის” მაისურით ჩატარებულ 19 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.