Belive

არნე სლოტი: "მამშვიდებს ის ფაქტი, რომ პირველზე არსენალია და არა სიტი"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში ლივერპულმა ასტონ ვილა 2:0 დაამარცხა და პრემიერ ლიგა ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მიუხედავად ცუდი შედეგისა და პერიოდისა, ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში გავლილი 10 ტურის შემდეგ მესამე პოზიციაზე იმყოფება და მეორე ადგილოსან სიტის 1 ქულით, ხოლო პირველადგილოსან არსენალს 7 ქულით ჩამორჩება.

მატჩის დასრულების შემდეგ, არნე სლოტს ჰკითხეს პრემიერ ლიგის ტიტულის შესახებ, თუ რამდენად შესწევს ლივერპულს იმის ძალა, რომ პრემიერ ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგოს, რაზეც 47 წლის ნიდერლანდელმა საინტერესო პასუხი გასცა.

„ამჟამად ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ გადახედეთ ჩვენს შემადგენლობას, პრემიერ ლიგაში საუკეთესო გუნდი გვყავს და რანაირად შეიძლება ამაზე არ ვიფიქროთ და მიზნად ეს არ გვქონდეს?

მაგრამ ჩვენთვის ძალიან კარგი ის არის, რომ არსენალია ცხრილის სათავეში და არა მანჩესტერ სიტი, რაც ჩვენს შანსებს უფრო რეალურს ხდის. არსენალს მნიშვნელოვან თამაშებში ფეხი დაუცდება, როგორც ხდება ხოლმე, თუმცა იმისათვის, რომ მათი ეს ფეხის დაცდენა გამოვიყენოთ, ჩვენ ჩვენი თამაშები უნდა მოვიგოთ..." - არნე სლოტი

ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში 18 ქულით მე-3 ადგილზეა (6 მოგება, 4 მარცხი). მომდევნო შეხვედრას მერსისაიდული გუნდი 4 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მადრიდის რეალის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები