Belive

ვან დაიკის გაშვების შემთხვევაში: ლივერპულის გეგმა დაცვის გასაძლიერებლად

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

El Nacional-ის ინფორმაციით, "ლივერპული" მომავალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად იწყებს და ვირჯილ ვან დაიკის მიერ გუნდის შეცვლის შემთხვევაში დაცვის გასაძლიერებლად მოქმედებს.

ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალური მცველის პოზიციაზე, მერსისაიდელები "ბარსელონას" 25 წლის ფეხბურთელს, რონალდ არაუხოს განიხილავენ.

ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელი "ბარსელონადან" ახალ გუნდში გადასვლასთან ახლოს 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც გახლდათ, როცა მისი დამატება ტურინის "იუვენტუსს" სურდა.

"ლივერპულის" ინტერესებში მყოფი ფეხბურთელის ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით, 55 მილიონი ევროა, მან "ბარსასთან" კონტრაქტი მცირე ხნის წინ გაახანგრძლივა.

ამ სეზონში, ტრავმის გამო, არაუხომ მხოლოდ 8 მატჩში თამაში მოახერხა, რომელშიც გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები