"გავი მალე დაუბრუნდება ვარჯიშს" - ბარსელონას განცხადება
4 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გუშინ, ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში ბარსელონამ ელჩე სტუმრად 0:5 გაანადგურა. მატჩის 45-ე წუთზე მიღებული დაზიანების გამო გავის იძულებითი ცვლილება გახდა საჭირო, ბარსელონამ კი აღნიშნულ ტრავმაზე განცხადება გამოაქვეყნა.
სამედიცინო განცხადება:
გავიმ გუშინდელ მატჩში მარჯვენა მუხლზე დარტყმა მიიღო.
დღეს დილით ჩატარებულმა სამედიცინო ტესტებმა დაადასტურა, რომ ეს მხოლოდ დაჟეჟილობაა, მოსალოდნელია, რომ ის მალე დაუბრუნდება ვარჯიშს.
‼️𝗠𝗘𝗗𝗜𝗖𝗔𝗟 𝗔𝗡𝗡𝗢𝗨𝗡𝗖𝗘𝗠𝗘𝗡𝗧
— FC Barcelona (@FCBarcelona) August 24, 2026
First team player @pablogavi took a knock to his right knee during yesterday's game.
Medical tests carried out this morning have confirmed that it is only a bruise.
He is expected to return to training shortly. pic.twitter.com/UYlNq6bcS9