Belive

ვან დაიკი: "გაგიმხელთ - წასვლას არ ვაპირებ და კლუბთან ერთად ახალ კონტრაქტზე ვმუშაობ"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" 33 წლის მცველმა - ვირჯილ ვან დაიკმა, მერსისაიდულ კონტრაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი არ აპირებდა, თუმცა ამ კლუბს ვერ შეელევა და ახალ კონტრაქტზე საუბარი უკვე განაახლა.

"მინდა გაგიმხილოთ, რომ ლივერპულთან ახალი კონტრაქტის შესახებ საუბრები განვაახლეთ და ვცდილობთ, რომ ყველაფერი მალევე მოვაგვაროთ.

მე მიყვარს ეს კლუბი, ამ გუნდის გულშემატკივრები და მინდა ბოლომდე ყველას ვცე პატივი. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში, ახალი კონტრაქტი უნდა გავაფორმო. გამიხარდება თუ ყველაფერი კარგად დასრულდება და ამ დიდებულ ადგილას კიდევ დიდი ხნით დავრჩები" - ვირჯილ ვან დაიკი

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში უკვე ცნობილი იყო, რომ სეზონის ბოლოს კლუბს ვირჯილ ვან დაიკი და მოჰამედ სალაჰი დატოვებდნენ, თუმცა "ლივერპულის" მესვეურები ყველაფერს აკეთებენ, რომ ორივე ფეხბურთელი შეინარჩუნონ და კლუბის დატოვება არცერთ მათგანს არ მოუწიოს.

შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დაიკი "ლივერპულის" ღირსებას 2017/2018 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 313 მატჩი ჩაატარა, სადაც 26-ჯერ გოლის გატანა, 13-ჯერ კი შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.

მან მერსისაიდულ გრანდთან ერთად 2019/2020 წლების სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო, 2018/2019 წლების სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ამავე სეზონში იგი "ლივერპულის" წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები