Belive

ვან დაიკი: "ასეთ ძლიერ გუნდს არ შევხვედრილვართ - ბრავო ლუის ენრიკეს"

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლივერპული'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის ძირითადი დრო ,,პსჟ-ს'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან "ლივერპულის" კაპიტანმა - ვირჯილ ვან დაიკმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში, "პსჟ"-ზე ძლიერ კლუბთან მათ არ უთამაშიათ.

"სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალიდან გამოვეთიშეთ. ჩვენ ამ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ფავორიტებად ვითვლებოდით, თუმცა ასეთია ფეხბურთი.

ისევე როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში არაერთი საგოლე მომენტი გვქონდა, ისევე როგორც ჩვენს მეტოქეს, ვფიქრობ თერთმეტმეტრიანების სერია ამ ორმატჩიანი დაპირისპირების ლოგიკური დასასრული იყო...

ვულოცავ პსჟ-ს და პირადად ლუის ენრიკეს. მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე სეზონში, ამაზე ძლიერ გუნდთან ჩვენ არ გვითამაშია. ჩემი დიდი პატივისცემა ლუის ენრიკეს, რომელმაც ახალგაზრდებით ასეთი ძლიერი გუნდი დააკომპლექტა. ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს..." - ვირჯილ ვან დაიკი

,,პსჟ-ს'' მეტოქე 1/4-ფინალში ხვალ, ,,ასტონ ვილასა'' და ,,ბრიუგეს'' შეხვედრაში გაირკვევა. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ბირმინგემელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

რაც შეეხება ლივერპულს. "მერსისაიდელები" შემდეგ მატჩს კვირას, 16 მარტს, "ნიუკასლის" წინააღმდეგ, ინგლისის თასის ფინალში გამართავს.

სხვა სტატიები