ვან ბასტენი კვარაცხელიას გოლზე: ,,შეუძლებელია, ეს სიმართლე იყოს''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მარკო ვან ბასტენი, ,,ატალანტასთან'' მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას გოლს გამოეხმაურა. როგორც ჩანს ლეგენდარული ნიდერლანდელი საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა:
,,მომენტის ყურებისას ხედავ, რომ რვა ფეხბურთელი ერთის წინააღმდეგაა. მერე შენთვის ფიქრობ - შეუძლებელია სიმართლე იყოს, რომ ის გოლს გაიტანს...'' - თქვა ვან ბასტენმა Ziggo Sport-ის ეთერში.
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ატალანტას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
26 ტურის შემდეგ, ნეაპოლელები 68 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.
ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ,,აინტრახტთან” შინ გამართავს.