Belive

"ვამაყობ ჩემი გუნდით, ეს იყო წარმოუდგენელი თამაში" - ზურიკო დავითაშვილი

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში "სენტ-ეტიენმა" "ლილი" 1:0 დაამარცხა. ზურიკო დავითაშვილის გუნდს მიმდინარე სეზონში 3 მარცხი ჰქონდა და გოლი არ ჰქონდა გატანილი. ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ორივე გუნდიდან შეფასების მიხედვით საუკეთესო იყო, Whoscored - 8.1.

ზურიკო დავითაშვილმა მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, საოცარი ატმოსფერო იყო. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, ეს იყო წარმოუდგენელი თამაში.

ახლა ასე უნდა გავეგრძელოთ, ეს თამაში ინსპირაცია უნდა იყოს. ჩემი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთ თამაშიც შემიძლია. შემდეგ მატჩში უკეთესი ვიქნები - ზურიკო დავითაშვილი

მომდევნო ტურში "სენტ-ეტიენი" "ნიცას" დაუპირისპირდება, მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები