ვალვერდე: ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია, რომელიც მომიგია
ბილბაოს "ატლეტიკმა" 40-წლიანი ლოდინის შემდეგ კოპა დელ რეის თასი მოიგო. ბასკებმა საფინალო შეხვედრაში, "მალიორკა" პენალტების სერიაში (4:2) დაამარცხეს და ისტორიაში 24-ედ დაეუფლენ სამეფო თასს. ამ მხრივ პირველ ადგილზე "ბარსელონაა", კატალონიელებმა ამ თასის მოგება 31-ჯერ შეძლეს.
ფინალში ბილბაო ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა გუნდმა სუსტი პირველი ტაიმი ჩაატარა და 21-ე წუთზე დანი როდრიგესისგან გოლი გაუშვა. ბასკებისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი ნიკო უილიამსი იყო, რომელიც მეტოქისთვის ხიფათის შექმნას ინდივიდუალურად ცდილობდა.
მეორე ტაიმში ბილბაომ ფავორიტის სტატუსის მორგება დაიწყო და შესვენებიდან 5 წუთში, ნიკო უილიამსმა სანსეტს გაატანინა. ამის შემდეგ არცერთ გუნდს აღარ გაურისკავს და თამაში პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უკეთესები ბასკები აღმოჩნდნენ.
40 ANOS sem um título de Copa do Rei.
— Sala12 (@OficialSala12) April 6, 2024
Depois de 6 vices seguidos, finalmente o título voltou.
24° título de Copa do Rei da história do Athletic Bilbao, só o Barça (31) tem mais.
Ernesto Valverde vencedor no Barcelona e em Bilbao!
pic.twitter.com/xzJ2ViUeL7
ეს ტიტული არ შეედრება ჩემ მიერ მოპოვებულ სხვა ტიტულს. სხვა კლუბებში მე მქონდა მოგების ვალდებულება, აქ კი ასე არ იყო. ეს ადრეც ვიცოდი, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ამ თასის მოგების სხვებთან შედარება ჩემთვის შეუძლებელია. - განაცხადა ბილბაოს მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ
ბილბაოს ზედიზედ 6 თასის ფინალი ჰქონდა წაგებული და მათ ეს მოჯადოებული წრე მალიორკასთან დაარღვიეს. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო თასების რაოდენობით ესპანეთში მეორე გუნდია, ბოლოს მისი მოპოვება შორეულ 1984 წელს შეძლეს. ატლეტიკისა და მალიორკას შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, სევილიაში გაიმართა, თუმცა ათიათასობით გულშემატკივარი ბილბაოს მშობლიურ არენაზე იყო შეკრებილი და ფინალს მონიტორებზე ადევნებდნენ თვალს. ბასკებმა ეს გამარჯვება ერთად "სან მამესზე" იზეიმეს.
The San Mamés when Athletic Club scored the equalizer 🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯 #CopaDelRey | #LaCopaMola pic.twitter.com/WDmg12QXVk
— Viral Football (@ViralFootBallx) April 6, 2024