Belive

ვალვერდე ბარსელონას დაემშვიდობა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" აღარ გაწვრთნის. 55 წლის სპეციალისტი კატალონიურ კლუბში კიკე სეტიენმა ჩაანაცვლა. ბასკი მწვრთნელი "ბლაუგრანას" დაემშვიდობა: ჩემი კარიერა "ბარსელონაში" დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან ინტენსიური ორ-ნახევარი სეზონი გამოდგა, რომლის განმავლობაში მქონდა როგორც სასიხარულო, ასევე, რთული მომენტები. ყველაზე მეტად მინდა გამოვყო ის გამოცდილება, რომელიც კარიერის ამ ეტაპზე შევიძინე. მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ ბართომეუსა და ხელმძღვანელობას, რომლებმაც ამ გუნდის გაწვრთნის საშუალება მომცეს და ნდობა გამომიცხადეს. ასევე მადლობას ვეტყვი იმ ადამიანს, რომელიც ამ 3 წლის განმავლობაში მხარში მედგა და უშუალოდ ჩემთან ერთად შრომობდა. მათთან ძალიან სასიამოვნო წუთები გავატარე. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ფეხბურთელებსაც, რომელთა თავდაუზოგავმა შრომამ 5 ტიტული მოგვაგებინა.  გისურვებთ წარმატებას როგორც მოთამაშეებს, ასევე ახალ მწვრთნელ, კიკე სეტიენსაც. გაუმარჯოს "ბარსელონას", გაუმარჯოს კატალონიას!"

სხვა სტატიები