Belive

ბარსელონამ 17 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონაში" ძირეული ცვლილებები დაიწყო. ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის მეოთეხედფინალში განცდილმა მარცხმა გამოიწვია, სადაც "ბლაუგრანა" "ბაიერნთან" 2:8 დამარცხდა. დღეს კატალონიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლუბმა 17 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა. ჩამოთვლილ ფეხბურთელებში შედიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლუის სუარესი, ბუსკეტსი, ხორდი ალბა და ა.შ ხელშეუხებელნი მხოლოდ მესი, ტერ შტეგენი და დე იონგი არიან. არ გაიყიდებიან ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელები, ანსუ ფატი და რიკი პუჩი. დანარჩენი ყველა ფეხბურთელი შესაძლოა კლუბმა გაყიდოს.

სხვა სტატიები