ვალვერდე: ,,არ ვიცი, მესი როგორ უნდა გავაჩერო, ეს არასდროს გამომდიოდა''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინისთან მატჩის წინ, ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველს, ფედერიკო ვალვერდეს, ლეო მესის შესახებ ჰკითხეს:
,,არ ვიცი, მესი როგორ უნდა გავაჩერო... ეს არასდროს გამომდიოდა.
ბარსელონასთან ბევრჯერ ვითამაშეთ და მის წინააღმდეგ მთავარი იარაღი კაზემირო იყო, თუმცა არა ყოველთვის..
მესის პატივი უნდა ვცეთ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია!'' - ფედერიკო ვალვერდე
პარასკევს, 17 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში არგენტინა ურუგვაის უმასპინძლებს.
4 ტურის შემდეგ, არგენტინა 12 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ურუგვაი კი 7 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.