ვალენსიელთა რიგებში საუკეთესო გიორგი მამარდაშვილი იყო
ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს "რეალი" და "ვალენსია" დაუპირისპირდნენ. პირველი ნახევარი სამეფო კლუბმა ერთბურთიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ნახევარში კი, სამუელ ლინომ წონასწორობა აღადგინდა "ღამურები" თამაშში დააბრუნა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. არც დამატებით დროში მომხდარა რაიმე ღირებული და საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტი მადრიდელები გამოდგნენ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილმა მატჩი საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა. ქართელმა მეკარემ გადამწყვეტ მომენტებში იჩინა თავი და გუნდი რამდენჯერმე იხსნა გოლისგან. გიორგის კარგი თამაში არ გამორჩენია Sofascore-საც და მამარდაშვილს "ვალენსიას" ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი 7.7 შეფასება მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ "რეალის" კარის დარაჯმა ტიბო კურტუამ 7.5 შეფასება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს შემდეგი ნახევარფინალური შეხედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს "ბეტისი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.