ვალენსიას მწვრთნელი: "მამარდაშვილი სკამზე გაშვებული გოლების გამო არ დავსვით"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მეკარის პოზიციაზე რამდენიმე არჩევანი გვაქვს, რომლებიც თავიანთ შესაძლებლობებს ძალიან აკრგად წარმოაჩენენ. ეჭვგარეშეა, რომ კარი არავისთვის არის დახურული. ამჟამად, იასპერ სილესენი თამაშობს, მაგრამ მის გარდა კიდევ სამი მეკარე გვყავს, რომლებიც კარგად და ბევრს შრომობენ. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ოჩოტორენასთან. არ შეიძლება, რომ გაშვებული გოლი მხოლოდ მეკარეს დაბრალდეს. გიორგი მამარდაშვილი ძირითადი შემადგენლობიდან გაშვებული გოლების გამო კი არ გამოგვირიცხავს, არამედ იმიტომ, რომ მას ახალ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, რისთვისაც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.21 წლის ქართველმა გოლკიპერმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ვალენსიას" მაისურით 6 შეხვედრაში სრულად ითამაშა, 7 გოლი გაუშვა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა.