Belive

"ვალენსიას მთავარი საყრდენია, რომ არა ის, უფრო მძიმე მარცხებს იწვნევდნენ" - ესპანური პრესა მამარდაშვილზე წერს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანური მედია საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბარს აგრძელებს. ამჯერად, 21 წლის მეკარე eldesmarque-ის ყურადღების ქვეშ მოექცა.

ესპანური ვებ-გვერდი ვრცელ სტატიაშო სათაურით - "რატომ უხანგრძლივებს მამარდაშვილს "ვალენსიას" კონტრაქტს?" - ქართველი გოლკიპერის შესაძლებლობებს განიხილავს და აღნიშნავს, თუ რატომ გადაწყვიტა "ვალენსიამ" მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება.

"გიორგი მამარდაშვილი აგრძელებს "ვალენსიას" ერთ-ერთ საყრდენ ფეხბურთელად ყოფნას და წინა შაბათს მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩში "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ.

ეს ყველაფერი მისი კონტრაქტის განახლების გაოფიციალურების მოახლოების პარალელურად, რადგან ეს საკითხი უკვე დახურულია და ფაქტობრივად, ამაში თავადაც უკვე დარწმუნებულია. ამასობაში, "ვალეკასზე" მან კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავისი თვისებები და იყო მხსნელი, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, სადაც შავ-თეთრი გუნდი საერთოდ არ ჩანდა. საბოლოოდ, "ვალენსიას" მორიგი მარცხი, რომ არა მამარდაშვილი, უფრო მძიმე იქნებოდა.

გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტის განახლება ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. თვეების განმავლობაში იყო საუბარი და ფინანსური სამართლიანი თამაშის მარჟის დარეგულირების პროცესი, ახლა ეს საკითხი დახურულია და როგორც ჩანს, შესაძლოა, რომ ეს ოფიციალურად მალე გამოცხადდეს. ეს დაადასტურეს ElDesmarque Valencia-მ და ფეხბურთელის გარემოცვის წარმომადგენლებმა.

მისი გარემოცვიდან ნათლად ირკვევა, კონტრაქტის გახანგრძლივების გამოცხადება მხოლოდ დეტალების და გადაწყვეტილება მტკიცეა და განდევნის მეტოქეებს, რომლებსაც მეკარისთვის კონტრაქტის გაფორმება სურდათ", - წერს ესპანური გამოცემა.

მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა "ღამურების" 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაუშვა, ერთხელ კი კარის უსაფრთხოება მშრალად დაიცვა.

"ვალენსიას" 5 ტურის შემდეგ, 6 ქულა აქვს და მე-12 პოზიციას იკავებს, ხოლო შემდეგ შეხვედრას ქართველი მეკარის გუნდი ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ, 17 სექტემბერს გამართავს.

სხვა სტატიები