ვალენსიამ სოსიედადს მოუგო - მამარდაშვილმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 23-ე ტურში ,,ვალენსიამ'' ,,რეალ სოსიედადს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ,,ღამურემის'' ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც Sofascore-სგან 7,7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა სამჯერ მოიგერია და ბურთს სულ 40-ჯერ შეეხო.
,,ვალენსიას'' მეკარეს მასპინძელთა შემადგენლობაში ასევე ყველაზე მაღალი შეფასება (7,31) დაუწერა ვებგვერდმა Whoscored-მაც (მეტი მხოლოდ სოსიედადის ნახევარმცველს, მიკელ მერინოს ჰქონდა).
23 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 23 ქულით სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციაზეა. ბარახას გუნდი მომავალ შეხვედრას 5 მარტს, ,,ბარსელონასთან'' სტუმრად გამართავს.