ქამბექი მესტალიაზე - მამარდაშვილმა და ვალენსიამ პრინციპულ მატჩში გაიმარჯვეს
ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში, "ვალენსიასა" და "ვალიადოლიდის" დაპირისპირება შედგა. "მესტალიაზე" გამართული პრინციპული მატჩი, "ღამურების" გამარჯვებით (2:1) დასრულდა, რის შემდეგაც "ვალენსიამ" გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
აღსანიშნავია, რომ მატჩის სტარტზე - მე-6 წუთზე, კაილ ლარინმა "ვალიადოლიდი" დააწინაურა. "ვალენსიამ" მატჩის შემოტრიალება მეორე ტაიმში შეძლო, როდესაც დიახაბიმ 66-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (93) ხავი გუერამ სტუმართა კარში მეორე გოლი გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
#ValenciaRealValladolid 🦇⚪🟣
— Valencia CF (@valenciacf) April 27, 2023
⚽ 2-1 | ¡FINAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAL DEL PARTIDO!
¡VICTORIA ÉPICA EN MESTALLA! Golazo de Javi Guerra y ambientazo brutal para lograr tres puntos clave. ¡Sois enormes, afició!#CORVCF | #ADNVCF pic.twitter.com/vw2dARVuqn
"მესტალიაზე" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ვალენსიას" 33 ქულა დაუგროვდა და მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა გასავარდნ ზონაში მყოფ "ხეტაფესთან" სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენს და ფეხის დაცდენა ნებისმიერი გუნდისთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება ანდრე ალმეიდამ ("ვალენსია") დაიმსახურა, რომელიც სტატისტიკურმა ვებგვერდებმა 7.9 ქულით შეაფასეს. გიორგი მამარდაშვილის მატჩი 6.4 ქულით შეფასდა, ხოლო მისი ვიზავი - ხორდი მასიპი 6.1 ქულას დასჯერდა.