ვალენსიამ მალიორკა დაამარცხა | გიორგი მამარდაშვილის შეფასება
ესპანეთის ლა ლიგა 1-ის 29-ე ტურის შეხვედრაში "ვალენსიამ" 50-ე წუთზე დიეგო ლოპესის ერთადერთი გოლის წყალობით "მალიორკა" დაამარცხა -1:0.
გიორგი მამარდაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.0 შეფასება დაუწერა, მამარდამ ბურთი 2-ჯერ მოიგერია, ბურთს 31-ჯერ შეეხო, 23-დან 10 გადაცემა ზუსტად შეასრულა.
"ვალენსია" ლა ლიგა 1-ის ცხრილში 31 ქულით მე-15 პოზიციაზეა (7 მოგება, 10 ფრე, 12 მარცხი), "ღამურებისთვის" ეს მოგება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან გასავარდნი ზონიდან +4 ქულით ამოვიდნენ.
მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 5 აპრილს, 18:15 საათზე მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავს.
FINAL #ValenciaMallorca 1-0
— LALIGA (@LaLiga) March 30, 2025
🦇 ¡Segunda victoria consecutiva del @valenciacf en Mestalla!#LALIGAEASPORTS pic.twitter.com/v8NSQg4X0A