"ვალენსია ესპანეთის თასზე გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს" - El Chiringuito
"ვალენსია" დღეს ესპანეთის თასის 1/32-ფინალში მე-5 დივიზიონის გუნდს "აროსას" ესტუმრება.
"ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა გადახალისებული შემადგენლობით თამაში გადაწყვიტა, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური სპორტული გამოცემა El Chiringuito იტყობინება.
რუბენ ბარახა ასვენებს ისეთ მოთამაშეებს, რომლებსაც სეზონის განმავლობაში დიდი დრო ეძლევათ, მათ მაგივრად კი ახალგაზრდა მოთამაშეები ითამაშებენ, რომელთაც შეეძლებათ თავის გამოჩენა.
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ: გიორგი მამარდაშვილი, უგო დურო, გაბრიელ პაულისტა, დიმიტრი ფულკიერი.
მათ მაგივრად კი ითამაშებენ: ალი ფადალი, დავიდ ოტორბი, მარკო კამუსი, რუბენ ირანზო, იარეკ გასიოროვსკი, პაბლო გოსალბესი
🔙 Vuelve ALBERTO MARÍ.
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) December 5, 2023
❌Diego López, Gayà, Mamardashvili, Almeida, Hugo Duro, Paulista y Foulquier, bajas
🧒 Canteranos: Ali Fadal, David Otorbi, Camus, Rubén Iranzo, Yarek y Pablo Gozálbez.
📹 @German_ml23. pic.twitter.com/YojIIphscw