Belive

ვალენსია დაცვის ლიდერმა დატოვა - გაბრიელ პაულისტა ატლეტიკოში ითამაშებს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ვალენსია" დაცვის ლიდერმა, 33 წლის ბრაზილიელმა მცველმა - გაბრიელ პაულისტამ დატოვა, რომელიც კარიერას კვლავ ლა ლიგაში, ამჯერად მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში გააგრძელებს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ "ვალენსიამ" ტრანსფერიდან სარგებელი ვერ ნახა, რადგან ბრაზილიელმა მცველმა კლუბთან კონტრაქტი თავად გაწყვიტა და სრულიად უსასყიდლოდ მადრიდულ კლუბს მიაშურა.

ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელმა მცველმა "ბეშიქთაშისგან" მაცდური წინადადება მიიღო, სადაც სეზონში 3.8 მილიონ ევროს გადაუხდიდნე, თუმცა მან თანხაზე უარი განაცხადა და "ატლეტიკოში"თამაშს დათანხმდა.

ესპანელ-ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება აქვს, რადგან ლა ლიგის გარდა, გაბრიელს უთამაშია პრემიერ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე. მან პროფესიონალური კარიერა მშობლიურ ქვეყანაში დაიწყო, კონკრეტულად "ვიტორიაში".

ბრაზილიელი მცველი ევროპისკენ 2013 წელს გაემართა, კერძოდ კი "ვილიარეალში", სადაც მან წელიწადნახევარი გაატარა და შემდეგ პრემიერ ლიგას, კერძოდ კი "არსენალში" მიაშურა. პრემიერ ლიგაში პაულისტამ ითამაშა ორნახევარი სეზონი და მოგვიანებით დაბრუნდა ესპანეთში, კერძოდ კი "ვალენსიაში".

გაბრიელ პაულისტამ ვალენსიურ კლუბში 220 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი გოლით 8-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 5-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები