Belive

ვალენსია დამარცხდა - მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩში, "ბილბაოსა" და "ვალენსიას" დაპირისპირება გაიმართა. "სან მამესზე" მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვეს და შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი ბენატ პრადოს დიაზი გახდა.

"ვალენსია" დამარცხდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა გულშემატკივარს მორიგი მაღალი დონის თამაშით დაამახსოვრა თავი. მამარდაშვილმა ინიაკი უილიამსის ბრყინვალე დარტყმა მოიგერია და სრულიად დამსახურებულად ქართველი კიპერი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მიმდინარე სეზონში "ვალენსია" კატასტროფულად ასპარეზობს და ზედიზედ მესამე მარცხის შემდედ, სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება.

სხვა სტატიები