Belive

ვალდანო: ,,მესიმ მითხრა, რომ თუ მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა, მომავალ მუნდიალამდე მაისურს არ გაიხდიდა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ხორხე ვალდანომ, კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ლეო მესის თამაში შეაფასა:

,,მესი ასეთი დამშვიდებული და ასეთი მოწიფული არასდროს მინახავს. იმაზე დიდი ზეწოლა განიცადა, ვიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში და ასეთი თავისუფალი არასდროს ყოფილა. ამაში მას კოპა ამერიკის მოგებაც დაეხმარა, რამაც მხრებიდან ტვირთი მოხსნა.

მუნდიალის წინ როცა ვესაუბრე, მითხრა, რომ მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებდა, ექვსზე კი ნათამაშები არავის ჰქონია. მისი თქმით, ეს შეუძლებელი იყო და დაამატა: ,,მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდე, ამ მაისურს მომავალ მუნდიალამდე არ გავიხდი.'' ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამას. ფეხბურთმა აჩვენა, რომ ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია,'' - ვალდანოს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, მესიმ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს და როგორც ჩემპიონს, თამაშის გაგრძელება უნდა.

სხვა სტატიები