ვაკო ყაზაიშვილმა შანდონგ ტაიშანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა შანდონგ ტაიშანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 32 წლის შემტევმა ჩინეთის გუნდთან ახალი კონტრაქტი 2+1-წლიანი სისტემით გააფორმა.
ვაკო ყაზაიშვილი გასულ სეზონში ჩინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მან 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 27 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ზოგადად შანდონგში ქართველი 2024 წელს ულსან ჰიუნდაიდან გადავიდა და ჩინური გუნდის მაისური 77 შეხვედრაში მოირგო, ამ პერიოდში მან 40 გოლის გატანა მოახერხა და 18 ასისტიც გააკეთა.
Transfermarkt-ის მიხედვით ვაკოს სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 1 მილიონ 200 ათას ევროს შეადგენს.