Belive

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის პირველივე ტურში ასისტი შეასრულა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩინეთის სუპერლიგაში 2026/27 წლების სეზონის პირველი მატჩი გაიმართა, შანდონგ ტაიშანმა ლიენონგ ტირენი 3:0 დაამარცხა.

ვაკო ყაზაიშვილმა შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა. ყაზაიშვილმა 3 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა, ბურთს 46-ჯერ შეეხო, ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებით დასრულდა, ვაკომ 34 გადაცემა გააკეთა და 29 ზუსტად შეასრულა (85%), თითო-თითოჯერ დაარტყა კარში და კარისკენ, ასევე ერთხელ დარტყმული დაუბლოკეს, ხოლო ერთხელაც ბურთი ძელს გაარტყა.

ქართველმა ფეხბურთელმა ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა, სხვადასხვა სპორტულმა საიტებმა კი ვაკო ასე შეაფასეს:

  • Sofascore -8.0

  • Flashscore - 8.2

შანდონგ ტაიშანი მომდევნო შეხვედრას 14 მარტს, ბეიჯინგ გუოანის წინააღმდეგ გამართავს.