უმაღლესი შეფასება - ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა | Sofascore
ჩინეთის სუპერლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში შანდონგ ტაიშანმა ჟეიანგი 5:0 დაამარცხა. ვაკო ყაზაიშვილმა დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ მე-40 წუთზე თანაგუნდელს გაატანინა, ხოლო 45+5-სა და 79-ე წუთებზე თავად გაიტანა გოლები.
ვაკო ყაზაიშვილი შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო და Sofascore-მა უმაღლესი შეფასება 10.0-იც დაუწერა, ის ტურის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა, სრულად სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ქსიუე ცინგჰაო (შანხაი შენჰუა) - 10.0
მცველები: იუსუფ უმიჯანი (შანხაი პორტი) - 8.0, პედრო ალვარო (შანდონგ ტაიშანი) - 7.9, უროშ სპაიჩი (ბეიჯინგ გუოანი) - 7.7
ნახევარმცველები: ნიკოლაე სტანჩუ (დალიანი ინგბო) - 8.9, დაი ვაი ცუნი (შენჟენ ხინპენგჩენგი) - 8.5, იუნგძინგ ცაო (ბეიჯინგ გუოანი) - 8.1, ჟეფინიო (ლიაონინგ ტირენი) - 9.3
თავდამსხმელები/შემტევები: ვაკო ყაზაიშვილი (შანდონგ ტაიშანი) - 10.0, კრიზანი (შანდონგ ტაიშანი) - 9.9, ანჟ კუამე (ლიაონინგ ტირენი) - 9.2
ჩინეთის სუპერ ლიგის 28-ე ტურის საუკეთესო თერთმეტეული | Sofascore
ვაკო ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 12 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.