ვაკო ყაზაიშვილი ულსან ჰიუნდაისთან ერთად სამხრეთ კორეის ჩემპიონი მეორედ გახდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ,,ულსან ჰიუნდაიმ'', სადაც ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, ,,დაგუ'' 2:0 დაამარცხა და ქვენის ჩემპიონი გახდა.
35 ტურის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მეორეადგილოსან ,,პოჰან სტილერსს'' 10 ქულით გაუსწრო.
ყაზაიშვილი დღევანდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა.
30 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 32 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
,,ულსან ჰიუნდაი'' K ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეოთხედ გახდა.
🏆 CHAMPIONS! 🐯
— K League (@kleague) October 29, 2023
Congratulations to Ulsan Hyundai on retaining their title by winning the 2023 Hana 1Q K League 1! 👏👏🎉🎉#KLeague | #K리그 pic.twitter.com/VHlMHisCI0