საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში კოვიდპანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში „ულსან ჰიუნდაის“ ქართველი ლეგიონერი ვერ შეუერთდება.
28 წლის შემტევის ნაცვლად, "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში უნგრული "უიპეშტის" მარცხენაფლანგელ გიორგი ბერიძეს უხმო.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 26 ფეხბურთელია გამოძახებული. 31 მაისის ჩათვლით საწვრთნელი შეკრება "ს.კ. ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზეა დაგეგმილი.
ივნისში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - 2 ივნისს ეროვნული გუნდი რუმინეთის, 6-ში კი ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.