ვაისი: ,,ჩემი გუნდის თამაშით იმედგაცრუებული არ ვარ''
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,სლოვან ბრატისლავას'' მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ,,სელტიკთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:
,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის მძიმე მარცხია, რა თქმა უნდა, სელტიკს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ!
ფანტასტიკურ ატმოსფეროში ვითამაშეთ. პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით და ვლადოს (უმცროსი ვაისი) გოლის გატანისა და ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, მომენტი ვერ გამოვიყენეთ.
მეორე ნახევარში დაცვაში გამართულ თამაშსა და ზეწოლის არიდებას ვცდილობდით. სამწუხაროდ, ყველაფერი ორმა სწრაფმა გოლმა გადაწყვიტა. შემდეგ გახსნილი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, რაც მასპინძლებს აწყობდათ.
1:5 წავაგეთ და ლოგიკურია, რომ შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ თამაშით იმედგაცრუებული არ ვარ. ფეხბურთის თამაში გვინდოდა და ვფიქრობ, ღირსეული შთაბეჭდილება დავტოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ კლასში მეტოქეს აშკარად ჩამოვრჩებით. ჩემმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა.
ორ კვირაში მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვეთამაშებით და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ვამაყობ გუნდითა და იმით, სადაც ვართ და რასაც ვაკეთებთ!'' - ვლადიმირ ვაისი
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ,,სელტიკმა'' ,,სლოვან ბრატისლავას'' უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.
ვაისის გუნდი ლიგის მომავალ მატჩს პირველ ოქტომბერს, ,,მანჩესტერ სიტის'' წინააღმდეგ გამართავს.