Belive

ვაისი: ,,ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე ვმუშაობთ''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,სლოვანის'' მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ,,დუნაისკა სტრედასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ მისი გუნდი გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე მუშაობს:

,,ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩაკვეტაძის დაბრუნებით, ამაზე ვმუშაობთ.'' - თქვა სლოვაკმა მწვრთნელმა.

ვაისს არ დაუკონკრეტებია, რა ვითარებაში შეიძლება დაბრუნდეს ქართველი ფეხბურთელი ,,სლოვანში''.

ჩაკვეტაძე, რომელიც ბელგიური ,,გენტის'' საკუთრებაა, ივლისიდან იჯარით ,,უოტფორდში'' თამაშობს. მიმდინარე სეზონში 24 წლის შემტევის ანგარიშზე ჩემპიონშიფში ჩატარებულ 16 მატჩში 1 საგოლე პასია.

2022-2023 წლების სეზონი ჩაკვეტაძემ სწორედ ,,სლოვანში'' გაატარა, სადაც 47 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 9 ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები