Belive

უზბეკეთმა და აზერბაიჯანმა ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის განაცხადი წარუდგინეს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფამ 2027 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად მიღებული განაცხადების განხილვა დაიწყო.

ახალგაზრდული მუნდიალის მასპინძლობისთვის ერთობლივი კანდიდატურა წარადგინეს უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციებმა:

დღეს, აზერბაიჯანთან ერთად, უზბეკეთი მზადაა, პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლოს. ბოლო წლებში ჩვენი სტადიონები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

ჩვენი ქვეყანა როგორც ყოველთვის მზად არის, თავისი სტუმართმოყვარეობით, პროფესიონალური მიდგომითა და ფეხბურთისადმი თავდადებით მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს.'' - წერია უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში

წელს ტურნირს 27 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით ჩილე უმასპინძლებს.

  • 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 6-ჯერ არგენტინას აქვს მოგებული, ამ მხრივ მეორე ადგილს 5 ტიტულით ბრაზილია იკავებს.

  • საინტერესოა, რომ არგენტინის, განის, ბრაზილიის, საფრანგეთის, სერბეთის, ინგლისისა და უკრაინის შემდეგ, ურუგვაი არის ზედიზედ მე-8 მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც მუნდიალზე გასვლა ვერ შეძლო.

სხვა სტატიები