U 20 | 2027 წელს მსოფლიო ჩემპიონატს აზერბაიჯანი და უზბეკეთი უმასპინძლებენ
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფიფას გადაწყვეტილებით, 2027 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები აზერბაიჯანი და უზბეკეთი იქნებიან.
,,სიხარულით გაცნობებთ, რომ ფიფას საბჭომ 2027 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად აზერბაიჯანი და უზბეკეთი შეარჩია. ეს იქნება ისტორიული ტურნირი, რომელიც ევროპასა და აზიას გააერთიანებს და ჩვენი სპორტის ყველაზე ახალგაზრდა ტალანტებს წარმოაჩენს.
ვულოცავ ორივე ქვეყანას და ტურნირს მოუთმენლად ველი!'' - ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო
წელს ტურნირს, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო და 19 ოქტომბერს დასრულდება, ჩილე მასპინძლობს.
20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 6-ჯერ არგენტინას აქვს მოგებული, ამ მხრივ მეორე ადგილს 5 ტიტულით ბრაზილია იკავებს.
Azerbaijan and Uzbekistan to host #U20WC 2027 🇦🇿🇺🇿
— FIFA (@FIFAcom) October 2, 2025
All the updates from today's FIFA Council meeting in Zurich: